top of page

2025 წლის
ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტები
რეიტინგის მიხედვით

ოქსფორდის უნივერსიტეტი - University of Oxford

#1 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ტრადიციებში ჩაფლული და ისტორიაში აღბეჭდილი, ოქსფორდის უნივერსიტეტი უფრო მეტია, ვიდრე სასწავლო დაწესებულება. ეს არის მრავალსაუკუნოვანი ინტელექტუალური ევოლუციის ცოცხალი ნიმუში. მის დარბაზებში, სტუდენტები ხვდებიან გარემოში, რომელიც აერთიანებს აკადემიურ სიმკაცრეს პიროვნულ ზრდასთან. აქ სწავლა არ შემოიფარგლება საკლასო ოთახებით; ეს არის ყოვლისმომცველი გამოცდილება, რომელიც ხელს უწყობს კრიტიკულ აზროვნებას, დამოუკიდებლობას და ცოდნის დაუოკებელ წყურვილს. როგორც ოქსფორდის სამეცნიერო მემკვიდრეობის ნაწილი, სტუდენტები ხდებიან ინოვაციების ჩირაღდნის მატარებელნი, აგრძელებენ ტრადიციას, რომელიც გონებას უნათებდა არაერთ თაობას.

კემბრიჯის უნივერსიტეტი - University of Cambridge

#2 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
კემბრიჯის არქიტექტურული ბრწყინვალების ფონზე, კემბრიჯის უნივერსიტეტი დგას, როგორც ინტელექტუალური სიმდიდრისა და შემოქმედების მუდმივი სიმბოლო. მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობასთან ერთად, უნივერსიტეტის დერეფნები რეზონირებს იმ ადამიანთა მანათობელი შუქით, რომლებმაც შექმნეს განათლების მიღების მიმართულება ადამიანთათვის. აქ სტუდენტები არ არიან მხოლოდ მოსწავლეები; ისინი არიან მკვლევარები, იკვლევენ თავიანთი არჩეული სფეროების საზღვრებს და ხელს უწყობენ აღმოჩენათა ნარატივის გაგრძელებას. როგორც ამ შესანიშნავი მემკვიდრეობის ნაწილი, კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტები მზად არიან გახდნენ ინოვაციური მიღწევების შემქმნელნი, რომლებიც გასცდებიან აკადემიურ პროგრამებს და გარდაქმნიან საზოგადოებებს.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი - University College London

#3 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
აკადემიური ენერგიულობის ცენტრი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი (UCL) განასახიერებს კვლევისა და ჰოლისტური განათლების შერწყმას. ლონდონის შუაგულში მდებარე ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ერთგულება დისციპლინების საზღვრების გადალახვის, რეზონირებს მისი მრავალფეროვან აკადემიურ შეთავაზებებში. სტუდენტები საზრდოობენ ისეთ გარემოში, სადაც ინოვაცია ცხოვრების წესია და სადაც მათ ეძლევათ საშუალება, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ გლობალურ გამოწვევებში. UCL-ის ტრანსფორმაციული იდეების მემკვიდრეობა აგრძელებს სამყაროს ფორმირებას მის კამპუსის მიღმა.

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი - Imperial College London

#4 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ინოვაციებისა და კვლევის გზაჯვარედინზე მყოფი, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი წარმოადგენს სამეცნიერო ბრწყინვალების გლობალურ არქეტიპს. ურყევი ერთგულებით კვლევით და მოწინავე ტექნოლოგიებში, უნივერსიტეტის დინამიური კამპუსი ამ ერთგულების ასახვას წარმოადგენს. ამ დინამიურ გარემოში, სტუდენტები იძირებიან კულტურაში, რომელიც ხელს უწყობს კოლაბორაციებს და ამზადებს სცენას ინოვაციური აღმოჩენებისთვის. კოლეჯის როგორც ინოვატორის სახელი, აძლიერებს მკვლევარების ამბიციებს რათა დაუპირისპირდნენ კონვენციებს და თავად განსაზღვრონ მომავალი, რომელიც ტრანსფორმაციული გადაწყვეტილებებით იქნება შექმნილი.

ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტი - ETH Zurich - Swiss Federal Institute of Technology in Zürich

#5 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 1855 წელს, იკავებს ადგილს, როგორც ერთ-ერთი ტექნოლოგიური პროგრესისა და აკადემიური გამორჩევის დინამიურ კერა. მისი რეპუტაცია ისეთ სფეროებში, როგორიცაა რობოტიკა და მდგრადი არქიტექტურა, იზიდავს სტუდენტებს, რომლებიც ცდილობენ გადალახონ ინოვაციათა საზღვრები. ინსტიტუტი პულსირებს კრეატიულობისა და კვლევა-ძიების კულტურით, სადაც სტუდენტები იძირებიან უახლესი კვლევების პროცესში და ხელს უწყობენ გლობალური გამოწვევების გადალახვისათვის გადაწყვეტილებების მიღებას. ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის (ETH Zürich) კურსდამთავრებულები, ინსტიტუტს ტოვებენ არა მხოლოდ ცოდნით, არამედ მოტივით, რომ გავლენას მოახდენენ სამყაროზე ინოვაციების მეშვეობით.

ამსტერდამის უნივერსიტეტი - University of Amsterdam

#6 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
თავისი წარმოშობით, რომელიც 1632 წლით თარიღდება, ამსტერდამის უნივერსიტეტი აყალიბებს ტრადიციისა და თანამედროვეობის გობელენს აქტიურ ქალაქ ამსტერდამში. მისი ფართო კამპუსი ასახავს ქალაქის კოსმოპოლიტურ ბუნებას და უზრუნველყოფს ნაყოფიერ ნიადაგს სხვადასხვა ფაკულტეტებისთვის, რომლებიც მოიცავს ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებებს. ამსტერდამის ინტელექტუალური აჟიოტაჟის ფონზე, სტუდენტები ჩაძირულნი არიან დინამიურ სასწავლო გარემოში, ანვითარებენ თავიანთ სურვილებს და აუმჯობესებენ თავიანთ უნარებს მულტიდისციპლინური მიდგომით, რათა გადალახონ რთული გლობალური გამოწვევები.

ლონდონის ქინგს კოლეჯი - King's College London

#7 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ლონდონის ქინგს კოლეჯი, რომელიც მდებარეობს ქალაქის ისტორიულ ცენტრში ბრწყინვალედ განასახიერებს ტრადიციული მემკვიდრეობისა და თანამედროვე ელემენტების შერწყმას. Მისი პრესტიჟი ხელოვნებაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებასა და მეცნიერებაში ხაზს უსვამს მისი საგანმანათლებლო აღმოჩენების განსაკუთრებულ მემკვიდრეობას. Სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ მრავალფეროვანი შეხედულებების არსებობასა და დაბრკოლებათა გადალახვაში, ასაზრდოებენ ანალიტიკურ აზროვნებას და მსოფლიოს მიმართ დახვეწილი მსოფლმხედველობის ქონას. ქინგს კოლეჯი ქმნის გარემოს სადაც აღმოჩენები ხარობს, უკვალავენ გზას სტუდენტებს რათა ჩამოყალიბდნენ მსოფლიოს განათლებულ მოქალაქეებად.

ედინბურგის უნივერსიტეტი - University of Edinburgh

#8 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
შოტლანდიის ისტორიული დედაქალაქის ფონზე, ედინბურგის უნივერსიტეტი ინტელექტუალური ძიებისა და კულტურული სიმდიდრის მაგალითი. მისი უძველესი კედლების მიღმა დგას თანამედროვე უნივერსიტეტი, რომელიც საზრდოობს ძიებითა და აღმოჩენებით. აკადემიური დისციპლინების სპექტრით და მზრუნველი გარემოთი, უნივერსიტეტი მოუწოდებს სტუდენტებს ჩაღრმავდნენ თავიანთ მისწრაფებებში, ეჭვქვეშ დააყენონ კონვენციური სიბრძნე და გააფართოონ თავიანთი ჰორიზონტები. ამ მომხიბვლელ ქალაქში სტუდენტები არა მხოლოდ ისტორიას ეუფლებიან, არამედ წვლილი შეაქვთ მუდმივად განვითარებადი, ადამიანის პროგრესის ნარატივის შექმნაში.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტი - University of Copenhagen

#9 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
1479 წლიდან მოყოლებული, კოპენჰაგენის უნივერსიტეტი წარმოადგენს ისტორიულ ინსტიტუტს, რომელიც აგრძელებს დანიის აკადემიური და სოციალურ-ეკონომიკური ლანდშაფტის ფორმირებას. კამპუსი შეუფერხებლად აერთიანებს ტრადიციებსა და თანამედროვე კვლევით ინიციატივებს. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან დაწყებული ურბანული კვლევებით დამთავრებული, უნივერსიტეტის ერთგულება კვლევითი სრულყოფილებისადმი რეზონირებს მის მიერ მსოფლიოსათვის გაღებულ წვლილში. სტუდენტები იზრდებიან, როგორც ჰოლისტურად მოაზროვნეები, რომლებიც ითვისებენ სხვადასხვა დისციპლინებს და მზად არიან წარმართონ პროგრესი ადგილობრივ და გლობალურ დონეზე.

უტრეხტის უნივერსიტეტი - Utrecht University

#10 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
უტრეხტის უნივერსიტეტი, ნიდერლანდების ისტორიულ ქალაქ უტრეხტში მდებარეობს. უნივერსიტეტი 1636 წელს დაარსდა და განასახიერებს ჰოლანდიურ აკადემიურ განსაკუთრებულობას. მისი კამპუსები ჰარმონიულად ერწყმის ქალაქის მომხიბვლელ თანამედროვე აკადემიურ კეთილმოწყობას და ხელს უწყობს მდიდარ სასწავლო ეკოსისტემას, რომელიც ცნობისმოყვარეობას ირეკლავს. აღიარებულია სხვადასხვა სფეროში კვლევებით. უნივერსიტეტის ეთოსი ვრცელდება გლობალურ, საერთაშორისო საზოგადოებაზეც. უტრეხტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მრავალფეროვანი პერსპექტივების ქონის საშუალებას აძლევს, რითიც ის ტრანსფორმაციული აზროვნებისა და საზოგადოების ჩართულობის კატალიზატორი ხდება.

ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი - Humboldt University of Berlin

#11 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
1810 წელს დაარსებული ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი ადასტურებს გერმანიის ურყევ სწრაფვას ინტელექტუალური ძიებისაკენ. მისი კამპუსი არის ისტორიული ღირსშესანიშნაობებისა და თანამედროვე სასწავლო სივრცეების ძლიერი ნაზავი, რომელიც ქმნის გარემოს, სადაც სტუდენტები ეუფლებიან ეპოქათა ცოდნას. უნივერსიტეტის გავლენამ ფილოსოფიაზე, მეცნიერებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე დიდი ცვლილება მოახდინა მსოფლიოზე, ხელი შეუწყო კრიტიკული დისკურსის და ორიგინალური აზროვნების ატმოსფეროს შექმნას, რომელიც აგრძელებს გლობალური ნარატივის ფორმირებას.

ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი - Katholieke Universiteit Leuven (KU Leuven)

#12 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ბელგიის გულში მდებარე ლუვენის კათოლიკური უნვიერსიტეტი (Katholieke Universiteit Leuven) არის ქვეყნის ერთგულების დადასტურება აკადემიური ბრწყინვალებისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი. დაარსებულია 1425 წელს. იგი ატარებს ინტელექტუალური ძიებისა და ინოვაციების ისტორიას. კამპუსი სთავაზობს სტუდენტებს დინამიურ გარემოს, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ ჩაერთონ დისციპლინების ფართო სპექტრში. ისინი ხელმძღვანელობენ უნივერსიტეტის დევიზით: „სადაც მეცნიერება და სიბრძნე ერთიანდება“. ლუვენის კათოლიკური უნვიერსიტეტის წვლილი მოიცავს საუკუნეებს და გავლენას ახდენს გლობალურ დისკურსზე.

კაროლინსკას ინსტიტუტი - Karolinska Institute

#13 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
1810 წელს დაარსებული კაროლინსკას ინსტიტუტი სტოკჰოლმში წარმოადგენს ინოვაციურ ძალას ჯანდაცვის სფეროში. მისი ისტორია მოიცავს ნობელის პრემიის ლაურეატებს, რაც ხაზს უსვამს მის მნიშვნელოვან როლს სამედიცინო კვლევის გლობალურად ფორმირებაში. ინსტიტუტის აქცენტი კვლევაზე ორიენტირებულ განათლებაზე, ამზადებს სტუდენტებს რათა გაუმკლავდნენ ჯანმრთელობის გამოწვევებს ერთდროიულად მეცნიერული სიმკაცრითა და უსაზღვრო თანაგრძნობით. თეორიული გაგებისა და პრაქტიკული გამოცდილების მძლავრი ნაზავით, კურსდამთავრებულები წარმოჩინდებიან ლიდერებად, რომლებიც ხელმძღვანელობენ სამედიცინო პროგრესს მსოფლიო მასშტაბით.

მიუნხენის უნივერსიტეტი - University of Munich (Ludwig Maximilian)

#14 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 1472 წელს, ასხივებს საპატივსაცემო ტრადიციისა და დინამიური ინოვაციების ნაზავს. უნივერსიტეტის შენობა, არქიტექტურული ბრწყინვალებისა და თანამედროვეობის განსახიერებაა, ის სთავაზობს სტუდენტებს განსაცვიფრებელ გამოცდილებას, რომელიც მათი მაკავშრებელი ხდება ეპოქებთან. ცნობილია თავისი წვლილით კვლევით სფეროების სპექტრში, მათ შორის ხელოვნებასა და მეცნიერებაში, უნივერსიტეტი სტუდენტებს მიუძღვის სამყაროში, სადაც ისტორია და თანამედროვე კვლევა გაერთიანებულია. ცოდნითა და ძიების წყურვილით აღჭურვილი უნივერსიტეტ დამთავრებულნი ევლინებიან მსოფლიოს გლობალური პროგრესის ხელშემწყობებად.

ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი - Ruprecht Karl University of Heidelberg

#15 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
1386 წლით დათარიღებული ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი არსებობს, როგორც ინტელექტუალური ბრწყინვალებისა და კულტურული მემკვიდრეობის სიმბოლო. მიმზიდველ ქალაქ ჰაიდელბერგში, მისი კამპუსი აერთიანებს ისტორიულ მომხიბვლელობას თანამედროვე წინსვლასთან, რაც ხელს უწყობს მდიდარი გარემოს არსებობას ინტერდისციპლინური კვლევისთვის. სტუდენტები სწავლისა და ინოვაციების ყოვლისმომცველ მოგზაურობას გადიან. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი ავითარებს მოაზროვნეთა საზოგადოებას, რომლებიც პატივს სცემენ წარსულს, ხოლო მათი გადაწყვეტილებები პასუხს იძლევიან საზოგადოების ყველაზე რთულ გამოწვევებზე.

ლეიდენის უნივერსიტეტი - Leiden University

#16 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
1575 წელს დაარსებული ლეიდენის უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ისტორიულ ქალაქ ლეიდენში, ნიდერლანდები, აკადემიური გამორჩეულობის ჰოლანდიურ ქვაკუთხედად არის ქცეული. მისი მომხიბვლელი გარემო აერთიანებს ტრადიციას თანამედროვეობასთან, რაც შთამაგონებელ ფონს ქმნის მრავალფეროვანი დისციპლინებისთვის. აღიარებულია თავისი გამოცდილებით, დაწყებული სამართლის მიმართულებიდან არქეოლოგიით დამთავრებული. მისი სახელი სცილდება აკადემიურ სივრცესაც. უნივერსიტეტ დამთავრებულნი მზად არიან შეუდგნენ გზას, რომელიც აერთიანებს კვლევას, სოციალურ პროგრესსა და კულტურული თანაზიარობას.

სორბონის უნივერსიტეტი - Sorbonne Universite

#17 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ცნობილი დაწესებულება პარიზის შუაგულში, სორბონის უნივერსიტეტი წარმოადგენს საფრანგეთის ინტელექტუალური ძლიერებისადმი მუდმივ ერთგულებასა და ცოცხალ გამოხატულებას. Მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტი ყოველთვის იყო აკადემიური ბრწყინვალებისა და კულტურული აღმოჩენის მოწინავე ინსტიტუცია. მისი კამპუსები, როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე, უზრუნველყოფს დინამიურ გარემოს, სადაც სტუდენტები კავშირში არიან წარსულთან და აყალიბებენ მომავალს. კრიტიკული აზროვნებითა და ღია დისკურსით გაჟღენთილი, სორბონის უნივერსიტეტი აგრძელებს მემკვიდრეობას იყოს თავშესაფარი სწავლულთათვის, რომლებიც ცდილობენ ცოდნის საზღვრების გადალახვას სხვადასხვა სფეროში.

ციურიხის უნივერსიტეტი - The university of Zurich (UZH)

#18 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
1833 წლიდან მოყოლებული, ციურიხის უნივერსიტეტი (UZH) თვალსაჩინო ადგილს იკავებს შვეიცარიის აკადემიურ სივრცეში. მისი ფართო კამპუსი აქტიურ ქალაქ ციურიხში ხელს უწყობს ინტელექტუალური კვლევისა და მრავალფეროვნების ატმოსფეროს. უნივერსიტეტის გამორჩეული ფაკულტეტი და საერთაშორისო პარტნიორობა ხაზს უსვამს მის ერთგულებას კვლევისა და განათლების სფეროს მიმართ. ტრადიციული მეცნიერებისა და წინდახედული ინიციატივების ჰარმონიული ნაზავის მეშვეობით, ციურიხის უნივერსიტეტი (UZH) აყალიბებს ცნობისმოყვარე მოაზროვნეებს და ხელს უწყობს გლობალური განათლების წინსვლას.

გლაზგოს უნივერსიტეტი - University of Glasgow

#19 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
შოტლანდიის საგანმანათლებლო სულისკვეთების განსახიერება, გლაზგოს უნივერსიტეტი არის საპატივსაცემო დაწესებულება, რომელიც აგრძელებს ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობის ცეცხლის უწყვეტ გაღვივებას. ქალაქის მიმზიდველ ფონზე, სტუდენტები იკვლევენ აკადემიური საქმიანობის მრავალფეროვან სპექტრს, წახალისებულნი არიან რათა დასვან კითხვები, აღმოაჩინონ და შექმნან. გლაზგოს ერთგულება ინკლუზიურობისა და ინოვაციური კვლევების მიმართ უბიძგებს სტუდენტებს, იყვნენ ცვლილებათა მომხდენნი, განავითარონ უნივერსიტეტის როგორც ინოვატორის სახელი, რომელიც თვით უნვიერსიტეტს განსაზღვრავს.

ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი - Free University of Berlin

#20 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაარსებული ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, 1948 წელს აკადემიური თავისუფლებისა და მკაცრ კვლევით პრინციპებზე იქნა დაფუძნებული. ბერლინ-დალემის მწვანე სივრცეებში მდებარე უნივერსიტეტი ინტერდისციპლინურ ეთოსს ატარებს, რომელიც მოუწოდებს სტუდენტებს გამოიწვიონ და დაუპირისპირდნენ კონვენციურ იდეებს. დამოუკიდებელი აზროვნების ხელშეწყობისადმი მისი ერთგულება, საზოგადოებისათვის რელევანტურ საკითხებზე აქცენტირებასთან ერთად, უზრუნველყოფს, რომ კურსდამთავრებულები აღიზარდონ როგორც კრიტიკული მოაზროვნეები, რომლებიც მზად არიან გაუმკლავდნენ თანამედროვე გამოწვევებს.

მანჩესტერის უნივერსიტეტი -

#21 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
დაფუძნებული ქალაქში, რომელიც ცნობილია თავისი ინდუსტრიული მემკვიდრეობით, მანჩესტერის უნივერსიტეტი ფუნქციონირებს, როგორც ინოვაციების და შორსმჭვრეტელი კვლევების ცენტრი. ფართო კამპუსით, რომელიც ასახავს ქალაქის მრავალფეროვნებას, უნივერსიტეტი ხელს უწყობს იდეების გადაკვეთას, რომელიც სცილდება ტრადიციულ აკადემიურ საზღვრებს. აქ სტუდენტები არ არიან მხოლოდ ცოდნის მიმღებები, არამედ აქტიური წვლილის შემტანნი ინოვაციურ აღმოჩენებში, რომლებსაც აქვთ პოტენციალი შეცვალონ ინდუსტრიები და საზოგადოებები. მანჩესტერის უნივერსიტეტი არის ძლიერი ცენტრი, სადაც ამბიცია მოქმედებას ესადაგება და იდეები გარდაქმნიან რეალობას.

ერასმუსის უნივერსიტეტი როტერდამში - Erasmus University Rotterdam

#22 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
უნივერსიტეტს სახელი გამოჩენილი ჰუმანისტი ფილოსოფოსის, ერასმუს როტერდამელის საპატივსაცემოდ მიენიჭა. ერასმუსის უნივერსიტეტი როტერდამში განასახიერებს თანამედროვე ჰოლანდიურ სასწავლო სისტემას. 1913 წლიდან მოყოლებული, მისი ურბანული კამპუსი გახდა სოციალური მეცნიერების, ბიზნესისა და ჰუმანიტარული მეცნიერების შემაკავშირებელი ადგილი. Რეალურ სამყაროში ცვლილების მოხდენის ერთგულება ხაზს უსვამს მის კვლევით ინიციატივებს, ხელს უწყობს სტუდენტების თაობებს, რათა დაუპირისპირდნენ გლობალურ გამოწვევებს, პროაქტიული კვლევებითა და პირდაპირი ქმედებების მეშვეობით. ერასმუსის უნივერსიტეტი ხდება ტრანსფორმაციის კერა, ზრდის მოაზროვნეებს, რომლებსაც წვლილი შეაქვთ სწრაფად განვითარებად რთულ მსოფლიოში.

პარიზ-საკლეს უნივერსიტეტი - Paris-Saclay University

#23 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
საკლეს ინოვაციური ცენტრის ფარგლებში, პარიზ-საკლეს უნივერსიტეტი წარმოადგენს საფრანგეთის ხედვას ერთობლივი კვლევისა და უახლესი განათლების მიმართ. პრესტიჟული ინსტიტუტების ინტეგრაციის შედეგად ჩამოყალიბებული უნივერსიტეტის კამპუსები აკადემიური შესაძლებლობების მოზაიკას ქმნის. ტექნოლოგიურ წინსვლასა და ინტერდისციპლინურ კვლევებზე ფოკუსირებული უნივერსიტეტი აძლევს სტუდენტებს შესაძლებლობას ჩაერთონ ისეთ სფეროებში, რომლებიც ხელახლა განსაზღვრავს თვით პროგრესის საზღვრებს, ინჟინერიის სასწაულებიდან გარემოს დაცვამდე. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად ამყარებს საფრანგეთის, როგორც ინოვატორი ქვეყნის სახელს.

გრონინგენის უნივერსიტეტი - University of Groningen

#24 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
1614 წელს დაარსებული, გრონინგენის უნივერსიტეტი წარმოადგენს განათლების მისაღებად განკუთვნილ სანუკვარ ადგილს, ენერგიულ ქალაქ გრონინგენში. მისი კამპუსი, ისტორიული ელეგანტურობისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის თვალწარმტაცი ნაზავი, ხელს უწყობს გარემოს, სადაც ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა ვითარდება. უნივერსიტეტის კვლევითმა, სრულყოფილმა მემკვიდრეობამ წარუშლელი კვალი დატოვა, მდგრადი ენერგიის გადაწყვეტილებებიდან კოსმოსის საიდუმლოებების ამოცნობამდე. ამ უნივერსიტეტში სტუდენტები იწყებენ ტრანსფორმაციულ მოგზაურობას, უნივერსიტეტის შიდა საზოგადოების მიერ ინსპირირებულნი, აფასებენ ინოვაციებს, აზროვნებენ კრიტიკულად და იღებენ გადაწყვეტილებების, რომლებიც გავლენას ახდენენ მსოფლიოზე.

ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი - Free University Amsterdam (Vrije Universiteit Amsterdam)

#25 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ამსტერდამის დინამიური ხედის ფონზე,1880 წელს დაარსებული ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი ინარჩუნებს თავის რეპუტაციას, როგორც თავშესაფარს მათთვის ვინც დამოუკიდებელ აზროვნებას და ეთიკურ კვლევას ეწევიან. თავისუფალი კვლევის ერთგულებაზე დაფუძნებული უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს ღია დებატებსა და დიალოგებში ჩართვის პლატფორმას სოციალური პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობით. მისი კვლევითი ინიციატივები ეხმიანება თანამედროვე გამოწვევებს, ამარაგებს კურსდამთავრებულებს არა მხოლოდ აკადემიური უნარებით, არამედ ეთოსით, რომ მოაგვარონ სოციალური საკითხები და ხელი შეუწყონ სამართლიან და მდგრად მომავალს.

ბარსელონას უნივერსიტეტი - University of Barcelona

#26 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მდებარე, ბარსელონას უნივერსიტეტის ისტორია შუა საუკუნეებს აღწევს. თავისი საკულტო გოთიკური არქიტექტურის მიღმა, უნივერსიტეტი ამაყობს თანამედროვე კვლევითი მიღწევებით, როგორიცაა კოსმოსის მეცნიერებათა ინსტიტუტი - ცოდნის საზღვრების შესასწავლად მისი ერთგულების დასტური. სწავლულთა და სტუდენტთა აქტიური საზოგადოების შექმნა, სასწავლებლის ჩართულობა ადგილობრივ და გლობალურ საკითხებში, აგრძელებს აკადემიური საქმიანობის გამდიდრებას და ინოვაციურ ურთიერთობებს.

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი - Technical University of Munich

#27 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
1868 წელს დაარსებული მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი საინჟინრო და ტექნოლოგიური ინოვაციების წინა პლანზე დგას. მისი ისტორიული კამპუსი ემსახურება შორსმჭვრეტელი მოაზროვნეების კულტივაციას და მუდმივად მზად არის თეორიული ცნებების პრაქტიკულ გადაწყვეტილებებად გადაქცევისათვის. უნივერსიტეტის საინჟინრო კვლევითი ცენტრები ინიციატივას იღებენ ინდუსტრიის გიგანტებთან კოლაბორაციებზე, რაც იწვევს მიღწევებს ისეთი კუთხით, რომელიც აქტუალურ გლობალურ პრობლემებს აგვარებს. თავისი დინამიური სასწავლო გარემოს მეშვეობით, უნივერსიტეტი აყალიბებს ლიდერებს, რომლებიც მეცნიერების, ტექნოლოგიის და საზოგადოების რთულ თანაკვეთაზე ფუნქციონირებენ.

შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტი - Swiss Federal Institute of Technology Lausanne

#28 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ტბის პირას, ჟენევის ტბის მშვიდი აურით გარემოცული, შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტი - ლოზანა (EPFL) ასხივებს შვეიცარიის სიზუსტეს სამეცნიერო ინოვაციებში. დაარსდა 1853 წელს. მისი კამპუსი დგას როგორც ბუნებასა და ტექნოლოგიურა წინსვლას შორის ჰარმონიის განსახიერება. EPFL-ის კვლევითი მიღწევების სახელი, რომელიც მოიცავს სფეროებს რობოტიკიდან ნანოტექნოლოგიამდე, მულტიდისციპლინურ გარემოში მდებარეობს. Სტუდენტები ტოვებენ ინსტიტუტს არა მხოლოდ თეორიული გამოცდილებით, არამედ მეცნიერული და საინჟინრო საზღვრების გადალახვის ღრმა პასუხისმგებლობის შეგრძნებით.

ლონდონის დედოფალ მერის უნვიერსიტეტი - Queen Mary University of London

#29 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტი, რომელიც განლაგებულია ქალაქში, რომელიც ცნობილია თავისი კულტურული სიმდიდრით, უზრუნველყოფს მზრუნველ გარემოს აკადემიური კვლევისთვის. მეცნიერთა და სტუდენტთა მრავალფეროვან საზოგადოებასთან ერთად, უნივერსიტეტი ყველას სთავაზობს ინტელექტუალური მისწრაფებებისა და რეალურ სამყაროში ჩართულობის უნიკალურ ნაზავს. აქ, სტუდენტებს ეძლევათ საშუალება შეაკავშირონ თეორია პრაქტიკასთან ხოლო საკლასო სწავლება სოციალურ ცვლილებებთან. დედოფალ მერის უნივერსიტეტი თავს უძღვნის სრულყოფილი ინდივიდების აღზრდას რომელიც რეზონირებს მის დინამიურ სასწავლო პროგრამებსა და გლობალურ მსოფლმხედველობაში.

ბირმინგემის უნივერსიტეტი - University of Birmingham

#30 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ბირმინგემის უნივერსიტეტი როგორც ინტელექტუალური სულისკვეთების ქვაკუთხედს წარმოადგენს. იგი მდებარეობს ქალაქში, რომელიც ცნობილია თავისი ინდუსტრიული მემკვიდრეობით. ინდივიდების აღზრდის პასუხისმგებლობით, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტთა ისეთი პლატფორმის შექმნას, სადაც ისინი ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა დისციპლინებში. ბირმინგემის კამპუსი მსახურობს როგორც ინოვაციების კერა, ხელს უწყობს გარემოს, სადაც სტუდენტები არა მხოლოდ მოსწავლეები არიან, არამედ აქტიური წვლილის შემტანნი განათლების წინსვლასა და საზოგადოების გაუმჯობესებაში.

ბრისტოლის უნივერსიტეტი (ინგლისი) - University of Bristol (England)

#31 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ბრისტოლის უნივერსიტეტი, რომელიც განლაგებულია ქალაქში, რომელიც საზრდოობს კრეატიულობითა და ინოვაციებით, სთავაზობს სტუდენტებს დინამიურ გარემოს აკადემიური და პიროვნული ზრდისთვის. კამპუსი ხდება იდეების დნობის ქვაბი, სადაც სტუდენტები ჩართულნი არინა გამოწვევაში, იფიქრონ კრიტიკულად და მონდომებით განაგრძონ თავიანთი სურვილებისაკენ სწრაფვა. ბრისტოლის ერთგულება კვლევითი სრულყოფილებისა და საზოგადოების ჩართულობისადმი აძლევს სტუდენტებს უფლებას ჩამოაყალიბონ საკუთარი ნარატივები საზოგადოების კოლექტიური წინსვლისთვის.

ოსლოს უნივერსიტეტი - University of Oslo

#32 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ნორვეგიის ენერგიულ დედაქალაქში მდებარე ოსლოს უნივერსიტეტი არის ინტელექტუალური მიზანსწრაფვისა და კულტურული სიმდიდრის ცენტრი. დაარსდა 1811 წელს. უნივერსიტეტი ატარებს აკადემიური ბრწყინვალებისა და კრიტიკული კვლევა-ძიების მემკვიდრეობას. უნივერსიტეტის გაშლილი კამპუსი სტუდენტებს მშვიდ ფონს უქმნის დისციპლინების ფართო სპექტრის შესაცნობად, ჰუმანიტარული საგნებიდან დაწყებული მეცნიერებით დამთავრებული. დამოუკიდებელი აზროვნებისა და გლობალური პერსპექტივების ხელშეწყობის ძლიერი ვალდებულებით, ოსლოს უნივერსიტეტი რჩება განათლების, კვლევისა და საზოგადოების განვითარების მოწინავე ადგილზე.

გენტის უნივერსიტეტი - Ghent University

#33 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
1817 წლით დათარიღებული გენტის უნივერსიტეტი არის აკადემიური ბრწყინვალების ბასტიონი, რომელიც მდებარეობს ისტორიულ ქალაქ გენტში, ბელგიაში. მისი გამორჩეული კვლევითი მემკვიდრეობა ასახვას პოულობს მის საზღვრებს მიღმაც, იქნება ეს ბიოტექნოლოგიის თუ ლინგვისტიკის სფეროები. უნივერსიტეტის კამპუსი, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში, აღნიშნავს შუა საუკუნეების მომხიბვლელობას, ფუნქციონირებს როგორც კულტურათა და იდეების დნობის ქვაბი. კოლაბორაციული ძიებით განპირობებული, გენტის უნივერსიტეტი აძლევს სტუდენტებს საშუალებას მონაწილეობა მიიღონ კულტურათაშორის და სხვადასხვა დისციპლინათა დიალოგებში, რაც ხელს უწყობს ცოდნისა და გაგების ტრაექტორიის ჩამოყალიბებას.

ბერნის უნივერსიტეტი - University of Bern

#34 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
Შვეიცარიის თვალწარმტაცი ალპების შუაგულში, ბერნის უნივერსიტეტი სამეცნიერო ტრადიციისა და ალპური მომხიბვლელობის სიმბოლოა. უნივერსიტეტი 1834 წელს დაარსდა, იგი მოიცავს შვეიცარიული განათლების არსს, აქცენტს სიზუსტეზე, ხარისხზე და ზედმიწევნით კვლევაზე. კამპუსი ხელს უწყობს გარემოს, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ შეისწავლონ თავიანთი სურვილები სხვადასხვა სფეროს მიმართ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებამდე. როგორც ქალაქის განუყოფელი ნაწილი, უნივერსიტეტი უწყვეტად აერთიანებს აკადემიურ სრულყოფილებას თბილ და მიმზიდველ ატმოსფეროსთან.

ჰელსინკის უნივერსიტეტი - University of Helsinki

#35 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
1640 წელს დაარსებული ჰელსინკის უნივერსიტეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური მასშტაბით განათლებისადმი მისწრაფებაში. ფინეთის თვალწარმტაც გარემოში მდებარე სასწავლებელი, აკადემიური კვლევითი საქმიანობით სტუდენტებს სთავაზობს ინოვაციურ შეხედულებებს გარემოსა და სოციუმში არსებული პრობლემების მიმართ. Მულტიდისციპლინური სწავლების შეთავაზებით უნივერსიტეტი ამზადებს სტუდენტებს იმისათვის, რომ შეძლონ მარტივად ლავირება რთული გლობალური საკითხების გადასაჭრელად და გაიღონ მნიშვნელოვანი წვლილი მდგრადი მომავლის ფორმირებისათვის.

ვაგენინგენის უნივერსიტეტი - Wageningen University

#36 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ნიდერლანდებში მდებარე ვაგენინგენის უნივერსიტეტი ერთ-ერთ პირველ უნივერსიტეტს წარმოადგენს აგროსასურსათო და გარემოსდაცვითი კვლევების სფეროში, 1918 წელს დაარსების დღიდან. უნივერსიტეტის უნიკალური კავშირი ვაგენინგენის კვლევით ფონდთან ხელს უწყობს დინამიურ თანამშრომლობას აკადემიასა და ინდუსტრიას შორის. სტუდენტები არა მხოლოდ თეორიული ცოდნით არიან აღჭურვილნი, არამედ აქტიურად არიან ჩართულნი მდგრადი სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მეთვალყურეობისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებაში, რითაც ძირეულ გავლენას ახდენენ გლობალურ გამოწვევებზე.

ორჰუსის უნივერსიტეტი - Aarhus University

#37 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ორჰუსის უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს დანიის ენერგიულ ქალაქ ორჰუსში, არის უმაღლესი განათლებისადმი დანიის ერთგულების დასტური. დაარსდა 1928 წელს. უნივერსიტეტის ეთოსი ორიენტირებულია კვლევაზე, განათლებასა და შემოქმედებითობის ხელშეწყობაზე. კამპუსი ემსახურება როგორც ინტელექტუალური მრავალფეროვნების კერას, სადაც სტუდენტებს მოუწოდებენ შეისწავლონ თავიანთი ინტერესები საგნების ფართო სპექტრში. ორჰუსის უნივერსიტეტი არსებობს, როგორც ადგილი, სადაც ვითარდება ურთიერთ-თანამშრომლობა, ინოვაცია და პიროვნული ზრდა.

რადბაუდის უნივერსიტეტი (ნიჟმეგენი) - Radboud Unviersityn Nijmegen

#38 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
1923 წელს დაარსებული რადბაუდის უნივერსიტეტი ნიჟმეგენის მშვიდ გარემოში მდებარეობს. იგი მულტიდისციპლინური თანამშრომლობისა და ინტელექტუალური აღმოჩენების მაგალითს წარმოადგენს. შექმნილია ურთიერთქმედებისა და კვლევის ხელშეწყობისთვის. კამპუსი ავითარებს ცნობისმოყვარე მოაზროვნეთა საზოგადოებას. უნივერსიტეტის ერთგულებამ ჩვეულებრივი აკადემიური საზღვრების გადალახვის გამოწვევით შეძლო ტრანსფორმაცია მოეხდინა კვლევებში რომელიც მოიცავს სფეროებს კოგნიტური ნეირომეცნიერებიდან გარემოს მდგრადობამდე. როდესაც სტუდენტები იკვლევენ მსგავს ცოცხალ სასწავლო ეკოსისტემას, ისინი იზრდებიან როგორც კარგად აღჭურვილი მოაზროვნეები, რომლებიც მზად არიან გაუმკლავდნენ რთულ გლობალურ გამოწვევებს.

ჟენევის უნივერსიტეტი - University of Geneva

#39 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
საერთაშორისო დიპლომატიის ცენტრში მდებარე ჟენევის უნივერსიტეტი აკადემიური სრულყოფილებისა და კულტურათა შორის მიმოცვლის ქვაკუთხედია. უნივერსიტეტი 1559 წელს დაარსდა, მას აქვს მსოფლიო დონის განათლებისა და უახლესი კვლევების მიწოდების მრავალწლიანი ტრადიცია. კამპუსი ემსახურება გლობალური პერსპექტივების დნობის კერას, იზიდავს სტუდენტებსა და მეცნიერებს მთელი მსოფლიოდან. კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობაზე და გაგების ხელშეწყობაზე დიდი აქცენტით, უნივერსიტეტი გადამწყვეტ როლს ასრულებს გლობალური დისკურსის ჩამოყალიბებაში.

ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლა - London School of Hygiene & Tropical Medicine

#40 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ტროპიკული მედიცინის სფეროში გამოცდილებით, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლა ფუნქციონირებს ჯანდაცვის აქტუალური გამოწვევების მოგვარების წინა პლანზე. კვლევისა და განათლების მდიდარი ისტორიით, ეს სასწავლებელი ამარაგებს სტუდენტებს ცოდნითა და უნარებით, რათა დაძლიონ ჯანდაცვაში არსებული უთანასწორობა და ხელი შეუწყონ კეთილდღეობას გლობალურ დონეზე. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობითა და საველე სამუშაოების შესაძლებლობებით, სტუდენტები იძენენ პრაქტიკულ უნარებს, რაც მათ ამზადებს მრავალფეროვან გარემოში მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისათვის.

ექსეტერის უნივერსიტეტი - University of Exeter

#41 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ინგლისის თვალწარმტაც სანაპიროზე განლაგებული, ექსეტერის უნივერსიტეტი აკადემიური განსაკუთრებულობის ნავსაყუდელია. ცნობილია სტუდენტებზე ორიენტირებული მიდგომით და მდგრადობისადმი ერთგულებით. უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს სრულყოფილ განათლებას, რომელიც ამზადებს მათ რთული გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად. Სტუდენტები ამთავრებენ უნივერსიტეტს მიზნის ღრმა შეგრძნებით და პოზიტიური ცვლილებების წარმართვის უნარებით. Ექსეტერის უნივერსიტეტის დიდი აქცენტი გლობალურ ინფორმირებულობაზე და კულტურულ გაცვლაზე ასევე უზრუნველყოფს, რომ უნივერსიტეტ დამთავრებულები მზად იყვნენ რათა ჩაერთონ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობაში, უზომოდ ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში.

საუთჰემპტონის უნივერსიტეტი - University of Southampton

#42 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
საუთჰემპტონის უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ინგლისის მომხიბვლელ სამხრეთ სანაპიროზე, სთავაზობს სტუდენტებს დინამიურ სივრცეს აკადემიური კვლევისა და პიროვნული განვითარებისთვის. კვლევით განათლებაზე ორიენტირებული სტუდენტები ხდებიან საზოგადოების ნაწილი, რომელიც საზრდოობს ცნობისმოყვარეობითა და ინოვაციებით. საუთჰემპტონის ერთგულება საზღვრების გადალახვის მიმართ ასახულია მის კამპუსზე, სთავაზობს სტუდენტებს საჭირო ინსტრუმენტებს რთული გამოწვევების დასაძლევად და მსოფლიოზე წარუშლელი კვალის დასატოვებლად.

ლუნდის უნივერსიტეტი - Lund University

#43 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
1666 წელს დაარსებული შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტი განასახიერებს აკადემიური წესრიგისა და საზოგადოების ჩართულობის შერწყმას. მისი თვალწარმტაცი კამპუსი ქალაქ ლუნდში ქმნის სივრცეს მეცნიერთა მრავალფეროვანი საზოგადოებისთვის. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტი არის მდგრადი ურბანული განვითარების გლობალური ლიდერი, რაც ასახულია მისი Ideon Science Park-ით, ინოვაციებისა და ანტრეპრენერობის ცენტრით. თავისი ინტერდისციპლინური მიდგომით და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობის ერთგულებით, ლუნდის უნივერსიტეტი ამზადებს სტუდენტებს თანამედროვე სამყაროს აქტუალური გამოწვევების დასაპირისპირებლად და გადასაჭრელად.

ბოლონიის უნივერსიტეტი - University of Bologna

#44 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ბოლონიის უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 1088 წელს, ინტელექტუალური მემკვიდრეობის ნიმუშია. იტალიაში, ბოლონიის ისტორიულ გულში მდებარე მისი კამპუსი ეხმიანება წარსული საუკუნეების მოაზროვნეთა გამოძახილს. მისი სახელგანთქმული იურიდიული სკოლის მიღმა, უნივერსიტეტი ყვავის, როგორც ინტერდისციპლინური კვლევის შუქურა, რომელიც ზრდის სტუდენტებს სხვადასხვა სფეროებისათვის. როგორც სწავლისათვის გამორჩეული ადგილი, ბოლონიის უნივერსიტეტის სტატუსი აგრძელებს მეცნიერების მოზიდვას მთელი მსოფლიოდან, ხელს უწყობს ძლიერი ინტელექტუალური საზოგადოების განვითარებას.

პადოვას უნივერსიტეტი - Unviersity of Padua

#45 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
800 წელზე მეტი ხნის ისტორიით, პადოვას უნივერსიტეტი ადასტურებს იტალიის მუდმივ ერთგულებას სწავლისა და კულტურის მიმართ. ულამაზეს ქალაქ პადოვაში მდებარე უნივერსიტეტის კამპუსი სთავაზობს სტუდენტებს მიმზიდველ გარემოს აკადემიური კვლევისთვის. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ სხვადასხვა დისციპლინებში, ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან მედიცინამდე. უნივერსიტეტის მდიდარი ისტორია და თანამედროვე დაწესებულებები ქმნის ტრადიციისა და ინოვაციების უნიკალურ ნაზავს.

ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტი - Autonomous University of Barcelona

#46 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ენერგიულ ქალაქ ბარსელონაში მოთავსებული, ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტი განასახიერებს კატალონიის ავტონომიისა და ინტელექტუალური სწრაფვის სულისკვეთებას. 1968 წელს დაარსებული უნივერსიტეტი ცნობილია განათლებისა და კვლევისადმი დინამიური მიდგომით. უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს მრავალფეროვან პროგრამებს, რომლებიც უბიძგებს მათ აღმოაჩინონ თავიანთი სურვილები მაშინ, როდესაც ჩართულნი იქნებიან რეგიონის მრავალფეროვან და ენერგიულ კულტურაში. დამოუკიდებელი აზროვნების აღზრდის ვალდებულებით, უნივერსიტეტი გზას უხსნის სტუდენტთა პიროვნულ და აკადემიურ განვითარებას.

ლივერპულის უნივერსიტეტი - University of Liverpool

#47 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ისტორიაში ჩაფლული და ენერგიულ ქალაქ ლივერპულში არსებული, ეს საპატივსაცემო დაწესებულება სთავაზობს სტუდენტებს ტრანსფორმაციულ საგანმანათლებლო მოგზაურობას. მისი ძლიერი ფოკუსირება კვლევით სწავლებაზე უზრუნველყოფს, რომ სტუდენტები ეცნობოდნენ უახლეს მიღწევებს სხვადასხვა სფეროში. როგორც უნივერსიტეტ დამთავრებულები, ისინი ატარებენ ინტელექტუალური სრულყოფილების მემკვიდრეობას და კარგად არიან მომზადებულნი, რათა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ აკადემიაში, ინდუსტრიაში და მის ფარგლებს გარეთ. Უნივერსიტეტის ყურადღება ინტერდისციპლინარულ კოლაბორაციებზე ამარაგებს სტუდენტებს შესაძლებლობით რათა მიუდგნენ სირთულეებს სხვადასხვა კუთხიდან და მოძებნონ ინოვაციური გამოსავალი.

საპიენცას უნივერსიტეტი რომში - Sapienza University Rome

#48 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
როგორც იტალიის უდიდესი უნივერსიტეტი, რომის საპიენცას უნივერსიტეტი წარმოადგენს ცოდნისა და ინოვაციების მონუმენტურ კერას. მისი ფესვები 1303 წლიდან იღებს სათავეს. უნივერსიტეტს აქვს აკადემიური მიღწევებისა და კულტურული მნიშვნელობის მდიდარი მემკვიდრეობა. უნივერსიტეტის კამპუსი, რომელიც გაშლილია ისტორიულ ქალაქ რომში, შთამაგონებელ ფონს უქმნის სტუდენტებს სხვადასხვა აკადემიურ საქმიანობაში ჩართვისათვის. საპიენცის ერთგულება სრულყოფილებისადმი, კვლევისა და განათლების სფეროში ანთავსებს მას იტალიის ინტელექტუალური ლანდშაფტის სათავეში.

ლიდსის უნივერსიტეტი - University of Leeds

#49 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ინგლისის კულტურული სივრცის ცენტრში, ლიდსის უნივერსიტეტი კაშკაშებს, როგორც აკადემიური განსაკუთრებულობის გიდი. Სახელით, რომელიც ათწლეულებს მოიცავს ის მუდმივად ვითარდებოდა რათა დაეკმაყოფილებინა საზოგადოების მოთხოვნები. უნივერსიტეტის ერთგულება ჰოლისტური განათლებისა და ცოდნის პრაქტიკული გამოყენებისადმი ავითარებს უნივერსიტეტ დამთავრებულებს, გორორც არა მხოლოდ დახელოვნებულ ინდივიდებს თავიანთ არჩეულ დისციპლინებში, არამედ ადამიანებად რომლებიც აცნობიერებენ რომ ფლობენ სოციალური ზეგავლენის უნარს. ლიდერობისა და ინტერპერსონალური უნარების ხელშეწყობაზე დიდი აქცენტით, უნივერსიტეტი ზრდის სტუდენტებს, რომლებიც კარგად არიან მომზადებულნი რათა უხელმძღვანელონ სხვადასხვა პროფესიულ და საზოგადოებრივ გარემოს.

ნოტინჰემის უნივერსიტეტი - University of Nottingham

#50 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
მსოფლიოში ცნობილი თავისი აკადემიური ბრწყინვალებით, ნოტინჰემის უნივერსიტეტი დგას როგორც ინოვაციისა და მიღწევების სიმბოლო. ინგლისის გულში მდებარე, მისი ერთგულება აღზარდოს სრულყოფილი პიროვნებები აშკარად ჩანს მის მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებში. უნივერსიტეტ დამთავრებულები იძენენ ღრმა პერსპექტივებს თავიანთ სფეროებში, რასაც თან ახლავს საჭირო უნარები სწრაფად განვითარებად გლობალურ ლანდშაფტში წარმატებისათვის. უფრო მეტიც, უნივერსიტეტის ფოკუსი გამოცდილებაზე და სტაჟირებაზე იძლევა გარანტიას, რომ სტუდენტები დაასრულებენ სწავლას პრაქტიკული გამოცდილებით, რომელიც ჰარმონიაში იქნება მათ თეორიულ გამოცდილებასთან.

ჰამბურგის უნივერსიტეტი - University of Hamburg

#51 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
Ჰამბურგის უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს კოსმოპოლიტურ ქალაქ ჰამბურგში, გერმანიაში, განასახიერებს კვლევისა და აკადემიური წესრიგის სულისკვეთებას. 1919 წელს დაარსებული უნივერსიტეტი განასახიერებს გერმანიის ერთგულებას კვლევისა და განათლებისადმი. კამპუსი ხელს უწყობს ცნობისმოყვარეობისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს, სადაც სტუდენტები სწავლობენ საგნებს, დაწყებული ხელოვნებიდან მეცნიერებამდე. ჰამბურგის უნივერსიტეტი ამზადებს სტუდენტებს დინამიური გლობალური ლანდშაფტის გამოწვევებისთვის.

მილანის უნივერსიტეტი - University of Milan

#52 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
მილანის უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 1924 წელს, განასახიერებს იტალიის მძლავრ აკადემიურ გარემოს და კულტურულ მემკვიდრეობას. იტალიის მოდისა და ფინანსების დედაქალაქში მდებარე უნივერსიტეტის კამპუსი წარმოადგენს დინამიურ ფონს აკადემიური კვლევისთვის. დისციპლინების მრავალფეროვანი ასორტიმენტით, დაწყებული ხელოვნებიდან მეცნიერებამდე, მილანის უნივერსიტეტი ხელს უწყობს გარემოს, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ გამოიწვიონ კონვენციური იდეები და წვლილი შეიტანონ საზოგადოების პროგრესში.

უფსალას უნივერსიტეტი - Uppsala University

#53 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
უფსალას უნივერსიტეტი, თავისი ფესვებით რომელიც მე-15 საუკუნემდე აღზწევს, შვედური ინტელექტისა და მემკვიდრეობის ბასტიონია. ისტორიულ ქალაქ უფსალაში მდებარე უნივერსიტეტი სტუდენტებს ტრადიციისა და ინოვაციების ნაზავს სთავაზობს. უნივერსიტეტის კამპუსი უზრუნველყოფს გარემოს, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ გამოიკვლიონ უამრავი სხვადასხვა დისციპლინა მაშინ, როდესაც გარემოცული იქნებიან მდიდარი ისტორიით. ღია აზროვნებისა და წინსვლის ვალდებულებით, უფსალას უნივერსიტეტი შვედეთის განათლების ქვაკუთხედს წარმოადგენს.

სტოკჰოლმის უნივერსიტეტი -

#54 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
შვედეთის დედაქალაქის გულში მდებრე, სტოკჰოლმის უნივერსიტეტი არის ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობისა და სკანდინავიური მომხიბვლელობის შუქურა. 1878 წელს დაარსებული უნივერსიტეტი ღიაობისა და ძიების სულს განასახიერებს. უნივერსიტეტი, რომელიც გარშემორტყმულია ბალტიის ზღვის მშვიდი სილამაზით, გთავაზობთ გარემოს, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ გაეცნონ მრავალ დისციპლინას. კრიტიკული აზროვნებისა და საზოგადოების გავლენის ხელშეწყობის პასუხისმგებლობით, სტოკჰოლმის უნივერსიტეტი გადამწყვეტ როლს ასრულებს შვედეთის აკადემიური სივრცის ჩამოყალიბებაში.

ბონის უნივერსიტეტი - University of Bonn

#55 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ბონის უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 1818 წელს, ადასტურებს გერმანიის მტკიცე ერთგულებას უმაღლესი განათლებისადმი. მდინარე რაინის ნაპირებთან განლაგებული, უნივერსიტეტის კამპუსი აკადემიური ზრდისთვის იდილიური გარემოა. ცნობილი თავისი კვლევითი ძლევამოსილებით, ბონის უნივერსიტეტი ავითარებს აღმოჩენებისა და ინოვაციების ატმოსფეროს დარგების ფართო სპექტრში. მისი წვლილი ცოდნასა და კულტურაში მას გერმანული საგანმანათლებლო ტრადიციის ქვაკუთხედად აქცევს.

ნიუკასლის უნივერსიტეტი - Newcastle University

#56 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ენერგიულ ქალაქ ნიუკასლში, გამოირჩევა სტუდენტებზე ორიენტირებული მიდგომით და ინოვაციების დიდი კულტურით. ექსპერიმენტულ სწავლებაზე და რეალურ სამყაროში გამოყენებაზე ფოკუსირებით, სტუდენტები აღჭურვილი არიან უნარ-ჩვევებითა და ცოდნით, რომელიც საჭიროა მათ მიერ არჩეულ გზებზე წარმატების მისაღწევად. ნიუკასლის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ცნობილი ხდებიან მათი ინოვაციური აზროვნებითა და საზოგადოების პროგრესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის უნარით. უნივერსიტეტის მჭიდრო კავშირები ადგილობრივ ინდუსტრიებთან და საზოგადოებრივ პროექტებთან ასევე აძლევს შესაძლებლობას სტუდენტებს მოახდინონ დადებითი გავლენა მსოფლიოზე თავიანთი აკადემიური მოგზაურობის პროცესშივე.

გოტენბურგის უნივერსიტეტი - University of Gothenburg

#57 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
გოტენბურგის უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს შვედეთის დასავლეთ სანაპიროზე, წარმოადგენს პროგრესული აკადემიური განათლებისა და სანაპიროს სიმშვიდის ნაზავს. 1891 წელს დაარსებული უნივერსიტეტი განასახიერებს თანამშრომლობისა და ძიების სულისკვეთებას. კამპუსი, რომელიც გარშემორტყმულია აყვავებული პარკებითა და ზღვით, სტუდენტებს უქმნის პლატფორმას, რათა ჩაერთონ საგნების ფართო სპექტრში. Საზოგადოებისადმი თავის მიძღვნით და გლობალური ჩართულობის ერთგულებით, გოტენბურგის უნივერსიტეტი აგრძელებს შვედეთის აკადემიური და სოციალური ლანდშაფტების ფორმირებას.

შეფილდის უნივერსიტეტი - University of Sheffield

#58 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ენერგიული ქალაქის ფონზე, შეფილდის უნივერსიტეტი აღმოჩენებისა და განათლების ცენტრია. მისი აქცენტი ექსპერიმენტულ განათლებაზე ხელს უწყობს გარემოს, სადაც სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი თავიანთ საგნებში, აუმჯობესებენ ანალიტიკურ აზროვნებას და პრობლემათა გადაჭრის უნარებს. უნივერსიტეტ დამთავრებულები ცნობილები არიან არა მხოლოდ მათი აკადემიური მოსწრებით, არამედ საზოგადოებაში გავლენიანი წვლილის შეტანის უნარით. თავისი ძლიერი ალუმნების ქსელით და მენტორობის პროგრამების საშუალებით, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ მუდმივი მხარდაჭერა კარიერაში წინსვლისათვის.

ბაზელის უნივერსიტეტი - University of Basel

#59 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
შვეიცარიის უძველესი უნივერსიტეტი, ბაზელის უნივერსიტეტი, ასხივებს მარადიული სიბრძნისა და თანამედროვე განმანათლებლობის შეგრძნებას. დაარსდა 1460 წელს და იგი ადასტურებს შვეიცარიის აკადემიურ ნიჭიერებასა და ისტორიულ მნიშვნელობას. უნვიერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს გარემოს, სადაც მათ შეუძლიათ ჩაერთონ სრულყოფილ ინტელექტუალურ საქმიანობაში სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო ქალაქის ცოცხალი კულტურული სცენა იძლევა უამრავ მდიდარ შესაძლებლობას კლასის მიღმა.

გოტინგენის უნივერსიტეტი - University of Gottingen

#60 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
მომხიბვლელ ქალაქ გოტინგენში მოთავსებული გოტინგენის უნივერსიტეტი გამორჩეულ ადგილს იკავებს გერმანიის აკადემიურ მემკვიდრეობაში. დაარსდა 1737 წელს და იგი ატარებს მეცნიერული სრულყოფისა და ინოვაციების ტრადიციას. უნივერსიტეტი ემსახურება ყველას როგორც მძლავრი კერა, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ გაეცნონ ფართო სპექტრს, ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებამდე. გოტინგენის უნივერსიტეტის ისტორიული მნიშვნელობა და თანამედროვე წვლილი მას აქცევს გერმანიის ინტელექტუალური გობელენის განუყოფელ ნაწილად.

უორვიკის უნივერსიტეტი - University of Warwick

#61 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ინგლისის თვალწარმტაცი პეიზაჟების შუაგულში მდებარე, უორვიკის უნივერსიტეტი აკადემიური ბრწყინვალების სიმბოლოა. ცნობილია თავისი ინოვაციური სწავლების მეთოდებითა და ძლიერი აკადემიური კულტურით, ეს დაწესებულება სთავაზობს სტუდენტებს მაღალი დონის განათლებასა და გამამხნევებელი საზოგადოების ნაზავს. სტუდენტები საზრდოობენ გარემოში, რომელიც მოუწოდებს მათ კვლევისა და კრიტიკული აზროვნებისკენ, ამზადებს მათ მნიშვნელოვანი წვლილის შესატანად სხვადასხვა სფეროში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. კლასგარეშე აქტივობებისა და გლობალური ჩართულობის პროგრამების ფართო სპექტრით, სტუდენტები ასევე ავითარებენ ფართო ხედვებს, რომელიც ამდიდრებს მათ პირად და პროფესიულ ცხოვრებას.

ლოზანის უნივერსიტეტი - University of Lausanne (UNIL)

#62 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ჟენევის ტბის სანაპიროზე მდებარე ლოზანის უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 1537 წელს, შვეიცარიის აკადემიურ მემკვიდრეობას თანამედროვე მსოფლმხედველობასთან აერთიანებს. კამპუსი მსახურობს, როგორც კულტურებისა და იდეათა დნობის კერა, სადაც სტუდენტები იძირებიან აკადემიური დისციპლინების მოზაიკაში. კრიტიკული აზროვნებისა და კულტურული მრავალფეროვნებისადმი ერთგულების წყალობით, UNIL-ი აგრძელებს წვლილის შეტანას შვეიცარიის რეპუტაციის ბრწყინვალებაში.

მაასტრიხტის უნივერსიტეტი - Maastricht University

#63 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ევროპის გზაჯვარედინზე მდებარე მაასტრიხტის უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 1976 წელს, არის პიონერი განათლების დინამიური მიდგომის კუთხით. Პრობლემათა გადაჭრაზე დაფუძნებული სწავლის საშუალებით, უნივერსიტეტი აძლევს სტუდენტებს საშუალებას, გაუმკლავდნენ რეალურ სამყაროში არსებულ გამოწვევებს სხვადასხვა სფეროში. ინოვაციებში ჩაფლული, უნივერსიტეტის უნიკალური სასწავლო გეგმა ასახავს მის ერთგულებას გლობალური პერსპექტივის ხელშეწყობისა და ადაპტირებადი მოაზროვნეების აღზრდისადმი.

კარდიფის უნივერსიტეტი - Cardiff University

#64 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ენერგიულ ქალაქ კარდიფში მდებარე ეს უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს დინამიურ და მდიდარ საგანმანათლებლო გამოცდილებას. კვლევებსა და ინოვაციებზე დიდი აქცენტით, უნივერსიტეტში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ითანამშრომლონ სხვადასხვა დარგის წამყვან ექსპერტებთან. მისი ვალდებულება ხელი შეუწყოს მზრუნველ სასწავლო გარემოს აძლიერებს კურსდამთავრებულებს რათა გახდნენ საზოგადოებაში ადვილად ადაპტირებადი და წინდახედული კონტრიბუტორები. მეწარმეობასა და ინოვაციებზე ყურადღების გამახვილებით, სტუდენტები ასევე იძენენ თავიანთი იდეების გავლენიან საწარმოებად გადაქცევის უნარებს.

დანიის ტექნიკური უნივერსიტეტი - Technical University of Denmark

#65 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
დანიის ტექნიკური უნივერსიტეტი (DTU) არის მეცნიერული სრულყოფილებისა და ტექნოლოგიური გამომგონებლობის ნიმუში. დაარსდა 1829 წელს. უნივერსიტეტის სულისკვეთება კვლევისა და ინოვაციებისადმი მის დნმ-ში არის ჩაქსოვილი. უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს კოპენჰაგენის ჩრდილოეთით, ასრულებს მაკავშირებელი ცენტრის ფუნქციას, სადაც სტუდენტები ჩართულნი არიან უახლეს კვლევებში და სწავლობენ მრავალ სხვადასხვა დისციპლინას. დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის წვლილი მეცნიერებაში, ინჟინერიასა და ტექნოლოგიაში დიდ გავლენას ახდენს როგორც დანიაზე ასევე მის ფარგლებს მიღმა მყოფებზე.

დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - Delft University of Technology

#66 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ტექნოლოგიური მიღწევების წინა პლანზე მყოფი დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (TU Delft) არის ინოვაციებისა და საინჟინრო სრულყოფილების თვალსაჩინო მაგალითი. 1842 წელს დაარსებული უნივერსიტეტის კამპუსი, ისტორიულ ქალაქ დელფტში, ქმნის დინამიურ გარემოს, პრაქტიკული სწავლისა და ინოვაციური კვლევისთვის. ცნობილია თავისი აქცენტით პრაქტიკულ გამოყენებაზე. უნივერსიტეტი ხელს უწყობს მოაზროვნე და მოქმედი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომლებიც ხელს უწყობენ ტექნოლოგიური მომავლის ფორმირებას.

ნეაპოლის უნივერსიტეტი - University of Naples Federico II

#67 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
XIII საუკუნით დათარიღებული, ფედერიკო II-ს სახელობის ნეაპოლის უნივერსიტეტი განასახიერებს იტალიის სულისკვეთებას ცოდნისა და წინსვლისაკენ. უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ნეაპოლის გულში, იწვევს სტუდენტებს რათა ჩაერთონ აკადემიური მიღწევებისაკენ სწრაფვის ფერხულში. ისტორიული გამორჩეულობის შერწყმა თანამედროვე დინამიზმთან ქმნის გარემოს, სადაც სტუდენტებს აქვთ საშუალება წვლილი შეიტანონ როგორც უნივერსიტეტის მემკვიდრეობაში, ასევე იტალიის თანამედროვე დისკურსში.

ლესტერის უნივერსიტეტი - University of Leicester

#68 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ლესტერის უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში, უწყვეტად აერთიანებს ისტორიასა და თანამედროვეობას. ის უფრო მეტია, ვიდრე საგანმანათლებლო დაწესებულება. ეს არის კერა ინდივიდუალობის გასაძლიერებლად და ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობის გაღვივებისათვის. აქ სტუდენტები იწყებენ საკუთარი თავის აღმოჩენისაკენ მოგზაურობას. კამპუსი ვიბრირებს ინკლუზიური სულისკვეთებით, ქმნის გარემოს, სადაც თითოეული ხმა ფასდება და ყოველი პერსპექტივა ხელს უწყობს იდეების მდიდარი გობელენის არსებობას. ლესტერის უნივერსიტეტის სტუდენტები არ არიან მხოლოდ პასიური მოსწავლეები; ისინი აქტიური მონაწილეები ხდებიან თავიანთი აკადემიური გამოცდილებისა და მომავლზე გავლენის ფორმირებაში.

ტუბინგენის უნივერსიტეტი - Eberhard Karl University of Tübingen

#69 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
1477 წელს დაარსებული ებერჰარდ კარლსის უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს მომხიბვლელ ქალაქ ტუბინგენში, გერმანიის გამძლე აკადემიური ტრადიციის დადასტურებაა. მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, ეს დაწესებულება ავითარებს მეცნიერული ძიების გარემოს. უნივერსიტეტი აძლევს სტუდენტებს შესაძლებლობას ჩაუღრმავდნენ საგნების მრავალფეროვან სპექტრს, ხელს უწყობს ატმოსფეროს, სადაც ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა და ისტორიული რეზონანსი იყრის თავს.

აიქს-მარსელის უნივერსიტეტი - Aix-Marseille University

#70 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
როგორც საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი უნივერსიტეტი, აიქს-მარსელის უნივერსიტეტი (Aix-Marseille Université) განასახიერებს სამხრეთ საფრანგეთის ინტელექტუალური სიცოცხლისუნარიანობისა და კულტურული მრავალფეროვნების სულისკვეთებას. ორი ისტორიული ინსტიტუტის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებული უნივერსიტეტი გამოირჩევა ტრადიციისა და თანამედროვეობის უნიკალური ნაზავით. ის უზრუნველყოფს გარემოს, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ შეისწავლონ დისციპლინების ფართო სპექტრი მაშინ როდესაც ჩაძირულნი იქნებიან მდიდარ ადგილობრივ კულტურაში. უნივერსიტეტის პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს ინტერდისციპლინურ კოლაბორაციას, ქმნის საფუძველს გავლენიანი კვლევებისა და სწავლისათვის.

დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - Dresden University of Technology

#71 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
მდინარე ელბის სილამაზით გამდიდრებული დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 1828 წელს, აერთიანებს სამეცნიერო მიღწევებს კულტურულ რეზონანსთან. კამპუსის გარემო დრეზდენში, რომელიც ცნობილია თავისი მხატვრული მემკვიდრეობით, ქმნის შთამაგონებელ გარემოს, სადაც სტუდენტები სწავლობენ დისციპლინების მრავალფეროვნებას. ტრადიციისა და თანამედროვეობის ეს უნიკალური ნაზავი ინსპირაციას აძლევს ინტელექტუალური ძიების ატმოსფეროს შექმნას.

ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი - Université catholique de Louvain (UCLouvain)

#72 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ბელგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ისტორიული ფრანგულენოვანი უნივერსიტეტია, რომელიც მდებარეობს ქალაქ ლუვენ-ლა-ნევში. დაარსდა 1425 წელს და დღესდღეობით წარმოადგენს წამყვან კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც სთავაზობს მაღალი ხარისხის აკადემიურ პროგრამებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დონეზე. უნივერსიტეტი გამოირჩევა საერთაშორისო სტუდენტებისათვის მეგობრული გარემოთი და ძლიერი კვლევითი აქტივობებით მრავალ დისციპლინაში. UCLouvain-ს აქვს კამპუსები ბელგიის სხვადასხვა ქალაქში და აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ და გლობალურ საგანმანათლებლო ქსელებთან.

ვენის სამედიცინო უნივერსიტეტი - Medical University of Vienna

#73 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ვენაში, ავსტრიის კულტურულ გულში, ვენის სამედიცინო უნივერსიტეტი წარმოადგენს სამედიცინო განათლებისა და ინოვაციის ნიმუშს, რომლის ფესვები 1365 წლით თარიღდება. ტრადიციების შერწყმით თანამედროვე სამედიცინო მიღწევებთან, უნივერსიტეტი სარგებლობს მჭიდრო პარტნიორობით ისტორიულ ვენის მთავარ საავადმყოფოსთან, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს ფასდაუდებელ პრაქტიკულ გამოცდილებას და სამედიცინო შემთხვევებზე დაკვირვების და შემეცნების მრავალფეროვან სპექტრს. მისი გამორჩეული ფაკულტეტით, უახლესი ტექნოლოგიების და კვლევების საშუალებით, უნივერსიტეტი აგრძელებს გლობალური ჯანდაცვის მომავლის ფორმირებას.

ტრინიტის კოლეჯი დუბლინში - Trinity College Dublin

#74 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
დუბლინის გულში ჩასმული, დუბლინის ტრინიტის კოლეჯი ინტელექტუალური ძიებისა და კულტურული მემკვიდრეობის ბასტიონს წარმოადგენს. საუკუნეებით დათარიღებული ისტორიით, უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს მუდმივ ენერგიულ ატმოსფეროს აკადემიური ჩართულობისთვის. აქ სტუდენტების გამოწვეულნი არიან კრიტიკულად ჩაერთონ მსოფლიოს ყველაზე აქტუალურ საკითხებში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ თავიანთ არჩეულ სასწავლო სფეროებში. ტრინიტის აკადემიური ბრწყინვალების მემკვიდრეობა და გლობალური ხედვები მის სტუდენტებს პოზიტიური ცვლილებების კატალიზატორებად აქცევს.

ფრაიბურგის უნივერსიტეტი - University of Freiburg

#75 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
Ბლექ ფორესტის ბუნებრივ სილამაზეს შორის მოქცეული ფრაიბურგის უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 1457 წელს, აერთიანებს მდიდარ მემკვიდრეობას თანამედროვე ინოვაციებთან. ჰოლისტური განათლებისადმი ერთგულება მთელ კამპუსში იგრძნობა, სადაც სტუდენტები აკადემიურ ძალისხმევას იღებენ. თავისი მდებარეობის გათვალისწინებით, უნივერსიტეტი ავითარებს გარემოს, სადაც ყვავის კვლევა და კოლაბორაციები. უნივერსიტეტი სტუდენტებს ინფორმირებულ გლობალურ მოქალაქეებად აყალიბებს.

იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტი ვიურცბურგში - The Julius Maximilian University of Würzburg

#76 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
1402 წელს დაარსებული იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტი ვიურცბურგში, ამაყობს მრავალსაუკუნოვანი ინოვაციებით გაჟღენთილი მდიდარი აკადემიური მემკვიდრეობით. მისი ისტორიული კამპუსი, რომელიც მორთულია არქიტექტურული საოცრებებით, როგორიცაა ვიურცბურგის რეზიდენცია, წარმოადგენს მიმზიდველ ფონს მეცნიერული საქმიანობისთვის. უნივერსიტეტი ცნობილია კვლევებისადმი თავისი ერთგულებით, რაც ურთიერთ-თანამშრომლობის საშუალებას აძლევს სტუდენტებს, რომლებიც მოიცავენ სფეროებს სამედიცინიდან უახლეს კვანტური ფიზიკის გამოკვლევებამდე. Სასწავლებლის მიერ ტრადიციისა და შორსმჭვრეტელი კვლევების შერწყმა ამყარებს მის როგორც ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობისა და აკადემიური ბრწყინვალების ცენტრის პოზიციას.

ანტვერპენის უნივერსიტეტი - University of Antwerp

#77 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ენერგიულ ქალაქ ანტვერპენში მდებარე ანტვერპენის უნივერსიტეტი, წარმოადგენს აკადემიური ბრწყინვალების დინამიურ ცენტრს. მრავალფეროვანი და ინკლუზიური სასწავლო გარემოს ხელშეწყობაზე ფოკუსირებით, უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს პროგრამებს, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს გამოიკვლიონ თავიანთი მისწრაფებები და განავითარონ კრიტიკული აზროვნების უნარები. მისი სტრატეგიული მდებარეობა ევროპის ერთ-ერთ მთავარ პორტში იძლევა უნიკალურ შესაძლებლობებს ინდუსტრიებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის, რაც კიდევ უფრო მეტად ამდიდრებს სტუდენტების საგანმანათლებლო გამოცდილებას. ანტვერპენის უნივერსიტეტის ერთგულება ინტერნაციონალიზაციისადმი და მისი კურსდამთავრებულების მომზადებაზე ხაზგასმით, თვალსაჩინო ხდება გლობალურ ინსტიტუტებთან უნივერსიტეტის ძლიერ კავშირებში.

ვენის უნივერსიტეტი - University of Vienna

#78 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
აკადემიური ბრწყინვალების მქონე ტრადიციით, ვენის უნივერსიტეტი გადაიქცა ისეთი ტიპის თანამედროვე უნივერსიტეტად, რომელიც აყალიბებს განათლებისა და კვლევის მომავალს. ავსტრიის დედაქალაქის შუაგულში მდებარე უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს მრავალფეროვან პროგრამებს, რომლებიც უბიძგებენ მათ კრიტიკული აზროვნებით შეაფასონ თავიანთი არჩეული საგნები. ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობის გაღვივებისადმი პასუხისმგებლობა იგრძნობა უნივერსიტეტის საპატივსაცემო ფაკულტეტის წევრებში, უახლესი კვლევის ინიციატივებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან ძლიერ კავშირებში. ჰოლისტური საგანმანათლებლო გამოცდილების ხელშეწყობით, ვენის უნივერსიტეტი ამზადებს კურსდამთავრებულებს თავიანთ კარიერაში წარჩინებისთვის, და გლობალური განათლების არეალში საკუთარი წვლილის შეტანისათვის.

აახენის უნივერსიტეტი - RWTH Aachen University

#79 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
1870 წლიდან ტექნოლოგიური წინსვლის სათავეში მყოფი, აახენის უნივერსიტეტი (RWTH), გერმანიის საინჟინრო სრულყოფილების ცენტრს წარმოადგენს. აახენის ისტორიულ ქალაქში მდებარე უნივერსიტეტი წარმოადგენს კვლევისა და ინოვაციებისადმი ერთგულებას. სტუდენტები სარგებლობენ პრაქტიკული სწავლით და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც ხელს უწყობს გერმანიის საინჟინრო მემკვიდრეობის ძლიერი რეპუტაციის შენარჩუნებას.

მონპელიეს უნივერსიტეტი - University of Montpellier (Universite de Montpellier)

#80 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
Მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე, მონპელიეს უნივერსიტეტი განასახიერებს საფრანგეთის მდიდარ ინტელექტუალურ მემკვიდრეობას. მონპელიეს ენერგიულ ქალაქში, კამპუსი ქმნის მიმზიდველ გარემოს აკადემიური ძიებებისათვის. საგნების მრავალფეროვნებით და ისტორიულ მნიშვნელობათა თანამედროვე აქტუალობასთან შერწყმით, სტუდენტები ჩართულნი არიან მრავალმხრივ მოგზაურობაში, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს მის ისტორიულ ტრადიციას.

ტურინის უნივერსიტეტი - University of Turin

#81 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ტურინის ცოცხალ გარემოში არსებული, ტურინის უნივერსიტეტი ინტელექტუალური გზაჯვარედინია, რომელიც აერთიანებს აკადემიურ სრულყოფილებას მრავალ კულტურასთან. ყოვლისმომცველი სასწავლო პროგრამები მოიცავს დისციპლინების ფართო სპექტრს, რაც სტუდენტებს აძლევს სრულყოფილ განათლებას. თანამშრომლობითი პარტნიორობა ადგილობრივ ინდუსტრიებთან და უახლეს კვლევით დაწესებულებებთან, სთავაზობს სტუდენტებს პრაქტიკული ძიების საშუალებას, რომლებიც ჩვეულებრივი საკლასო ოთახების მიღმაც ვრცელდება. გლობალურ პერსპექტივასთან ერთად კრიტიკული აზროვნების კულტივირების პრიორიტეტით, ტურინის უნივერსიტეტი აძლევს თავის კურსდამთავრებულებს თავდაჯერებულად ნავიგაციისა და წარმატების მიღწევის უნარს რთულ, კოპლექსურ გლობალურ სივრცეში.

ლისაბონის უნივერსიტეტი - University of Lisbon (ULisboa)

#82 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
პორტუგალიის დედაქალაქის დინამიური ხედის ფონზე, ლისაბონის უნივერსიტეტი (ULisboa) ფუნქციონირებს, როგორც ცოდნისა და კვლევის აკვანი. საპატივსაცემო ინსტიტუტების შერწყმით, მისი მრავალფეროვანი ფაკულტეტები აერთიანებს მდიდარ ისტორიას, რომელიც გადაჯაჭვულია თანამედროვე მისწრაფებებთან. აკადემიური საქმიანობის მიღმა, ULisboa არის პორტუგალიის იდენტობის განსახიერება, რომელიც ხელს უწყობს ენერგიულ გარემოს, სადაც სტუდენტები ხდებიან საზოგადოების პროგრესის აგენტები მათი კოლექტიური აკადემიური მოგზაურობით.

გოეთეს უნივერსიტეტი, (ფრანკფურტი) - Goethe University Frankfurt

#83 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
გერმანიის შუაგულში მდებარე, გოეთეს უნივერსიტეტი ფრანკფურტში ამაყობს აკადემიური წარმატებულობის სახელით და ღრმა კავშირით კულტურულ მემკვიდრეობასთან. ენერგიული ქალაქის ფონზე, უნივერსიტეტი მსახურობს როგორც ტრადიციისა და პროგრესის დინამიური კავშირი. სტუდენტები ჩართულნი არიან არა მხოლოდ აკადემიურ საქმიანობაში, არამედ მრავალფეროვან გარემოში, რომელიც ავითარებს მათ პიროვნულ ზრდას. ისტორიული მნიშვნელობისა და თანამედროვე ინტელექტუალური დისკურსის შერწყმა გოეთეს უნივერსიტეტს ფრანკფურტის არაჩვეულებრივ ადგილად აქცევს მათთვის, ვინც ეძებს სრულყოფილ განათლებას, რომელიც ვრცელდება კლასებს მიღმაც.

ლანკასტერის უნივერსიტეტი - Lancaster University

#84 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ინგლისის მშვიდ გარემოში მდებარე ლანკასტერის უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს ერთდროულად წყნარ და დინამიურ გარემოს აკადემიური კვლევა-ძიებისთვის. ინოვაციასა და თანამშრომლობაზე ფოკუსირებით, უნივერსიტეტი ავითარებს ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობის შეგრძნებას, რომელიც სცილდება დისციპლინურ საზღვრებს. ლანკასტერის ერთგულება გლობალური მოქალაქეობის ხელშეწყობისადმი ამარაგებს სტუდენტებს რთულ სამყაროში ნავიგაციისათვის საჭირო უნარებით, უზრუნველყოფს მათ არა მხოლოდ ცოდნით, არამედ საზოგადოების ჩამოყალიბებაში მათი როლის ღრმა გააზრებით, როდესაც ისინი უნივერსიტეტს დატოვებენ.

იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტი (მაინცი) - Johannes Gutenberg University of Mainz

#85 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
რაინის თვალწარმტაც ნაპირებთან გაშენებული, იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტი განასახიერებს ინტელექტუალური განმანათლებლობის სულისკვეთებას. ეს საპატივსაცემო დაწესებულება სთავაზობს სტუდენტებს არა მხოლოდ ხარისხის მიღებას, ის უზრუნველყოფს მრავლისმომცველ გამოცდილებას, რომელიც აღვიძებს ცნობისმოყვარეობას და ხელს უწყობს კრიტიკულ აზროვნებას. კამპუსით, რომელიც გამოხატავს მარადიულ მომხიბვლელობას, სტუდენტებს აქვთ პრივილეგია შეისწავლონ მდიდარი აკადემიური არეალი და ისიამოვნონ მჭიდროდ დაკავშირებულ საზოგადოებასთან ურთიერთობით. უნივერსიტეტის თავდადება შეინარჩუნოს მემკვიდრეობა მაშინ როდესაც ჩართული იყოს ინოვაციებში, მას აქცევს თავშესაფარად ადამიანთათვის, რომელთაც სურთ გახდნენ საზოგადოების პროგრესის შემქმნელები.

მიუნსტერის უნივერსიტეტი - University of Münster

#86 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
მიუნსტერის უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ამავე სახელწოდების ისტორიულ ქალაქში, აკადემიური მემკვიდრეობისა და თანამედროვეობის ცენტრია. საუკუნეებით დათარიღებული მემკვიდრეობით, უნივერსიტეტი გადაიქცა ინოვაციური კვლევისა და ინტერდისციპლინარული განათლების კერად. მისი ფართო კამპუსი ხელს უწყობს საზოგადოებისა და თანამშრომლობის შეგრძნებას, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს ღრმად ჩაერთონ თავიანთ არჩეულ სფეროებში. უნივერსიტეტის აქცენტი კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებაზე ამარაგებს კურსდამთავრებულებს შემოქმედებითად და რეალურ სამყაროში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების უნარებით, რაც მათ აქცევს მათ მოთხოვნად ინდივიდებად როგორც აკადემიურ ფარგლებში ასევე მის გარეთ სხვადასხვა ინდუსტრიაში.

გრენობლის უნივერსიტეტი - Université Grenoble Alpes

#87 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
დიდებული ფრანგული ალპებით გარშემორტყმული, გრენობლის უნივერსიტეტი წარმოადგენს საფრანგეთის ერთგულებას აკადემიური სრულყოფილებისა და ერთობლივი კვლევებისადმი. 2016 წელს ჩამოყალიბებული, უნივერსიტეტის კამპუსი მოუწოდებს სტუდენტებს შეისწავლონ სხვადასხვა სფეროები და ისარგებლონ თანამშრომლობის შესაძლებლობით. ბუნებრივი სილამაზისა და ინოვაციური კვლევების ჰარმონიული შერწყმა განსაზღვრავს ამ უნივერსიტეტის გამორჩეულ ატმოსფეროს.

ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა -

#88 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლა (LSE) ინტელექტუალური კვლევისა და გლობალური ჩართულობის კერაა. საზოგადოებების კომპლექსური ფუნქციონირების ანალიზით გაჟღენთილი სახელით. LSE სტუდენტებს აძლევს შეუდარებელ შესაძლებლობას, შეისწავლონ თანამედროვე სამყაროს დინამიკა. თავად ქალაქი ხდება გაფართოებული საკლასო ოთახი, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს არა მხოლოდ ჩაუღრმავდნენ აკადემიურ საქმიანობას, არამედ გააცნობიერონ სხვადასხვა კულტურისა და პერსპექტივების ნიუანსები. უნივერსიტეტი ამზადებს მათ რეალურ სამყაროში არსებული გამოწვევების დასაძლევად.

სასექსის უნივერსიტეტი - University of Sussex

#89 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე სასექსის უნივერსიტეტი ამაყობს ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობისა და მრავალფეროვნების მასაზრდოებელი უნივერსიტეტის რეპუტაციით. საზღვრების გადალახვის წახაისებითა და რთული საკითხების გადალახვი, სტუდენტებს საშუალება აქვთ ჩაღრმავდნენ, შექმნან და განახორციელონ ინოვაციები. ამ დაწესებულების დიდი აქცენტი კვლევაზე ორიენტირებულ განათლებაზე უნივერსიტეტ დამთავრებულებს ამარაგებს უნარებითა და შეხედულებებით, რომლებიც აუცილებელია რთული გლობალური გამოწვევების დასაძლევად. სხვადასხვა საზოგადოებრივი ინიციატივებისა და სოციალური პროექტების მეშვეობით, სტუდენტები ასევე სწავლობენ სოციალური პასუხისმგებლობისა და აქტიური მოქალაქისათვის საჭირო ღირებულებებს.

შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი - Royal Institute of Technology - (KTH)

#90 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი (KTH) სტოკჰოლმის გულში არის მოთავსებული. XVII საუკუნით დათარიღებული ინსტიტუტი ამაყობს ინოვაციებისა და უახლესი კვლევის ტრადიციით. მისი კამპუსი სტუდენტებს სთავაზობს დინამიურ გარემოს, რათა ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში, ტექნოლოგიურ წინსვლასა და პრაქტიკულ სწავლაში. ცნობილია თავისი აქცენტით ინჟინერიასა და ტექნოლოგიაზე. ინსტიტუტი ზრდის მოაზროვნეებს და პრობლემების გადამჭრელთა მრავალფეროვან საზოგადოებას, რომლებიც ხელს უწყობენ ხვალინდელი სამყაროს ჩამოყალიბებას.

ვალენსიის უნივერსიტეტი - University of Valencia

#91 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ხმელთაშუა ზღვის თვალწარმტაც პეიზაჟებში ჩასმული, ვალენსიის უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს ტრანსფორმაციულ საგანმანათლებლო მოგზაურობას. კრეატიულობისა და დამოუკიდებელი აზროვნების ხელშეწყობის ვალდებულებით, უნივერსიტეტის პროგრამები ხელს უწყობს სტუდენტებს შეისწავლონ თავიანთი სურვილები და შექმნან ძლიერი ფუნდამენტი მათ მიერ არჩეულ სფეროებში. უნივერსიტეტის აქტიური ატმოსფერო ასახავს მის ერთგულებას მდიდარი კულტურული გამდიდრებისა და გლობალური ჩართულობისადმი. Უნივერსიტეტ დამთავრებულები წარმოჩინდებიან თავიანთი პროფესიების ღრმა ცოდნითა და საჭირო უნარებით იმისათვის, რომ წვლილი შეიტანონ საზოგადოების წინსვლაში, მაშინ როდესაც შთაგონებულნი იქნებიან ესპანეთის კულტურული სულისკვეთებით.

ჩარლზის უნივერსიტეტი პრაღაში - Charles university Prague

#92 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ჩარლზის უნივერსიტეტი. მდებარეობს ისტორიულ ქალაქ პრაღაში. Მან შეძლო დაემყარებინა სახელი, როგორც ინტელექტუალური სწრაფვისა და სამეცნიერო მიღწევების მრავალსაუკუნოვანი მემკვიდრეობის მქონე უნივერსიტეტის. მისი მომხიბვლელი კამპუსი და საპატივსაცემო ფაკულტეტის წევრები ქმნიან ატმოსფეროს, რომელიც შთააგონებს სტუდენტებს ღრმად ჩასწვდნენ არჩეულ დისციპლინებს. პროგრამების მრავალფეროვანი ასორტიმენტით, უნივერსიტეტი ხელს უწყობს ინტერდისციპლინურ აზროვნებას და ამზადებს უნივერსიტეტ დამთავრებულებს, რათა იყვნენ სხვადასხვა სექტორში მყოფი ძლიერი კონტრიბუტორები. ჩარლზის უნივერსიტეტის მუდმივი ვალდებულება კრიტიკული აზროვნებისა და აკადემიური კვლევების ხელშეწყობისადმი, აგრძელებს აზროვნების ლიდერებისა და ნოვატორების შემდეგი თაობის ჩამოყალიბებას.

დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯი - University College Dublin

#93 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
დუბლინი, კულტურითა და ინოვაციებით გაჟღენთილი ქალაქი, უზრუნველყოფს სრულყოფილ ფონს დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის განათლებასა და კვლევაში სრულყოფილებისაკენ სავალ გზაზე. როდესაც სტუდენტები შეაბიჯებენ აქტიურ კამპუსში, ისინი ხდებიან დინამიური საზოგადოების ნაწილი, რომელიც საზრდოობს ცნობისმოყვარეობით და მოიცავს მრავალფეროვან ხედვებს. სრულყოფილი აკადემიური, კულტურული კვლევითი და კლასგარეშე აქტივობების ნაზავის საშუალებით, დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯი (UCD) აძლევს სტუდენტებს შესაძლებლობას გამოთქვან თავიანთი შეხედულებები და ვარაუდები, ეძებონ ახალი ჰორიზონტები და მოახდინონ დადებითი გავლენა გლობალურ სცენაზე.

ბერგენის უნივერსიტეტი - University of Bergen

#94 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ნორვეგიის მშვიდი პეიზაჟების ფონზე, ბერგენის უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 1946 წელს, კვლევა-ძიებისა და სწავლის ნიმუშს განასახიერებს. კამპუსი უწყვეტად აერთიანებს თანამედროვეობას ბუნების ბრწყინვალებასთან, რაც ქმნის შთამაგონებელ გარემოს აკადემიური საქმიანობისთვის. ცნობილია თავისი აქცენტით საზღვაო მეცნიერებაზე, კლიმატურ კვლევებსა და გლობალურ გამოწვევებზე. უნივერსიტეტი ამზადებს სტუდენტებს ეპოქისთვის, სადაც მულტიდისციპლინური კვლევა ნორმად არის ქცეული. კურსდამთავრებულები წარმოჩინდებიან როგორც პოზიტიური ცვლილებების მომხდენი ელჩები, რომლებიც აღჭურვილნი არიან იმ რთული საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც განსაზღვრავს მსოფლიოს.

ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი - Free university of Brussels (Universite Libre de Bruxelles)

#95 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ევროკავშირის ცენტრში მდებარე ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი აკადემიური თავისუფლებისა და ინტელექტუალური მრავალფეროვნების კერაა. ინკლუზიური და ინოვაციური სასწავლო გარემოს ხელშეწყობის ვალდებულებით, უნივერსიტეტი აძლევს სტუდენტებს საშუალებას გამოიკვლიონ თავიანთი ინტერესები და განავითარონ კრიტიკული აზროვნების უნარები. დაწესებულების სტრატეგიული მდებარეობა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობებს გლობალურ საკითხებში ჩართვისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისათვის. როგორც თეორიულ ცოდნაზე, ასევე პრაქტიკულ გამოყენებაზე ხაზგასმით, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი ამზადებს კურსდამთავრებულებს ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში ზრდისა და საზოგადოების პროგრესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისათვის.

პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტი - Pompeu Fabra University

#96 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
ბარსელონას დინამიური ენერგიით მოცული პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 1990 წელს, ხელს უწყობს ძიებისა და კვლევის კულტურას. კამპუსის თანამედროვეობა ემთხვევა კატალონიის ინოვაციურ სულს, უბიძგებს სტუდენტებს, ჩაერთონ ინტერდისციპლინურ კვლევებში და აითვისონ გლობალური აზროვნება. ინოვაციური პროგრამებისა და ქალაქის ძლიერი ურბანული გარემოს მეშვეობით, უნივერსიტეტი ამზადებს კურსდამთავრებულებს მუდმივად განვითარებადი ლანდშაფტის შესაქმნელად.

მადრიდის ავტონომიური უნივერსიტეტი - Autonomous University of Madrid

#97 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
მადრიდის ავტონომიური უნივერსიტეტი განასახიერებს აკადემიური დამოუკიდებლობისა და პროგრესული აზროვნების ძალას. სტუდენტების გაძლიერებაზე ფოკუსირებით, რათა დაეუფლონ მათ მიერ არჩეულ სასწავლო გზას, უნივერსიტეტი ხელს უწყობს ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობისა და თანამშრომლობით გარემოს. მისი აქცენტი ინტერდისციპლინურ მიდგომებზე საშუალებას აძლევს სტუდენტებს გადალახონ ტრადიციული აზროვნების საზღვრები და გამოიკვლიონ თვით კვლევისა და ინოვაციების ახალი გზები. უნივერსიტეტის თავდადება აღზარდოს სტუდენტები, როგორც პიროვნულად, ისე აკადემიურად, ამარაგებს მათ საჭირო ინსტრუმენტებით რათა მზად იყვნენ რთული გამოწვევების დასაძლევად და საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების მოსახდენად.

კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტი - Karlsruhe Institute of Technology (KIT)

#98 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტი (KIT) ტექნოლოგიური ინოვაციების სათავეში დგას. დინამიური ინსტიტუტი, რომელიც სტუდენტებს აძლევს ბიძგს უახლესი კვლევისა და ტრანსფორმაციული აღმოჩენების სფეროში. კამპუსი საგრძნობი ენერგიით ვიბრირებს, სადაც მეცნიერული კვლევა და შემოქმედებითი პრობლემების გადაჭრა ერთმანეთს კვეთს. დამწყები მეცნიერები და ინჟინრები აღმოჩნდებიან თანამშრომლობითი ეკოსისტემის ნაწილი, რომელიც სცილდება დისციპლინურ საზღვრებს და საშუალებას აძლევს მათ შექმნან მომავალი, ინოვაციური იდეებისა და მიღწევების მეშვეობით.

საფრანგეთის უმაღლესი სკოლა - École normale supérieure (ENS)

#99 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
უმაღლესი ნორმალური სკოლა პარიზში - École normale supérieure (ENS), რომელიც ცნობილია განათლებისა და კვლევის სრულყოფილებისადმი ურყევი ერთგულებით, რჩება საფრანგეთის აკადემიურობის ქვაკუთხედად. მე-18 საუკუნით დათარიღებული მემკვიდრეობით, დაწესებულებამ აღზარდა მოაზროვნეთა, მკვლევართა და მეცნიერთა არაერთი თაობა. უმაღლესი ნორმალური სკოლა პარიზში, ENS-ის გამორჩეული ფაკულტეტი და აქცენტი ინტელექტუალურ წესრიგზე ქმნის გარემოს, რომელიც მოუწოდებს სტუდენტებს გადალახონ საზღვრები და ეჭვქვეშ დააყენონ კონვენციური სიბრძნე. ENS-ის კურსდამთავრებულები აღჭურვილნი არიან საჭირო უნარებითა და ცოდნით, რათა წარმართონ ინოვაციური კვლევა და ხელი შეუწყონ ადამიანის უკეთ შემეცნების წინსვლას დისციპლინების სხვადასხვა სპექტრში.

პიზის უნივერსიტეტი - University of Pisa

#100 ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტი
პიზის უნივერსიტეტი (Università di Pisa) არის პრესტიჟული საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი იტალიაში, პიზაში. დაარსებული 1343 წელს, ის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია ევროპაში. უნივერსიტეტი ცნობილია თავისი ძლიერი აკადემიური ტრადიციებით და გთავაზობთ პროგრამების ფართო არჩევანს სხვადასხვა დარგებში. ის განსაკუთრებით ცნობილია თავისი წვლილისთვის მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარებაში, მათ შორის ისეთი ცნობილი კურსდამთავრებულებით, როგორიცაა გალილეო გალილეი.
bottom of page