გზამკვლევი
გაიგე ყველაფერი იმის შესახებ თუ რა არის საჭირო, რომ მოხვდე შენს საოცნებო უნივერსიტეტში!
სახელმძღვანელო
ფრეშმენი გაძლევს სახელმძღვანელოს, რომელშიც დეტალურად არის განხილული თუ რა თანმიმდევრული ნაბიჯების გადადმა არის აუცილებელი საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად.
სახელმძღვანელო მოიცავს დეტალურად განხილულ მნიშვნელოვან პუნქტებს და გასათვალისწინებელ ნიუანსებს, რომელიც ხელს უწყობს ჩაბარების პროცესის გამარტივებას!

შეარჩიე უნივერსიტეტი აკადემიური საფეხურის მიხედვით.
Bachelor, Masters, PhD, Exchange Program, Professional certificate, Courses, etc.
თუ ეძებ უნივერსიტეტს სხვადასხვა აკადემიური საფეხურის მიხედვით იქნება ეს ბაკალავრი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, გაცვლითი პროგრამა, პროფესიული სასერტიფიკატო, თუ მოკლე კურსები, ფრეშმენის გზამკვლევი დაგეხმარება ყველა ამ დეტალის გაანალიზებაში, იმისათვის რომ მიიღო ინფორმირებული გადაწყვეტილება.
გაეცანი ფრეშმენის სამოქმედო გეგმას იმისათვის, რომ ზუსტად იცოდე თუ რა ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო, იქნება ეს ყველა საჭირო საბუთის მოგროვება თუ მომზადება სწავლის დასაწყებად.
ვის შეუძლია ფრეშმენით სარგებლობა?
X, XI, XII კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები.
სკოლის მოსწავლეები, რომელთაც სურთ მოემზადონ, საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად. ფრეშმენი - დამწყები პაკეტი მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას. ეს ის ეტაპია, როდესაც უნდა მოემზადო მყარი საძირკველის შესაქმნელად, რომელზეც მომავალი კარიერა დაფუძნდება.
ფრეშმენის სახელმძღვანელო და სამოქმედო გეგმა იქნება მათთვის ერთგვარი გზამკვლევი განათლების მიღების გზაზე.
სტუდენტები
აბიტურიენტებისთვის ან სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ მომდევნო აკადემიური საფეხურის დაუფლება, ფრეშმენი - სტუდენტის პაკეტი ყოვლისმომცველ ინფორმაციას სთავაზობს.
უმთავრესად პაკეტში შედის დაფინანსების წყაროების ფართო არჩევანი, სავიზო ინფორმაციები, საცხოვრებელი ადგილები როგორც ევროპის ისე ამერიკის ტერიტორიაზე. პაკეტი ასევე მოიცავს მოსამზადებელი ტესტების ნაკრებს და დეტალურ სამოქმედო გეგმას უნივერსიტეტში ჩასაბარებლად.
პროფესიული განვითარებით დანტერესებული პირები
მათთვის ვინც პროფესიული განვითარებით არის დაინტერესებული, ფრეშმენი - პრემიუმ პაკეტი ამომწურავ კომპონენტებს სთავაზობს. პაკეტი წარმოადგენს ერთგვარ მთლიან კომპლექტს ყველა იმ სერვისის, რომელსაც ფრეშმენი სთავაზობს თავის მომხმარებელს.
ფრეშმენის პაკეტები
ფრეშმენი გთავაზობს შენს აკადემიურ სურვილებზე მორგებულ განსხვავებულ პაკეტებს.
თითოეული პაკეტი მოიცავს ისეთ განსხვავებულ კომპონენტს როგორიცაა: დაფინანსების წყაროები, ჩაბარებისათვის განკუთვნილი დეტალური სამოქმედო გეგმა, უცხო ქვეყნის სავიზო და საცხოვრებელი ადგილების შესახებ ინფორმაცია, მოსამზადებელი საგამოცდო ტესტები და კიდევ უამრავ საინტერესო დეტალს...