top of page

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ფრეშმენის კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ძალაში შესვლის თარიღი: 03/12/2023

მოგესალმებათ Freshman-ი (ფრეშმენი), ყოვლისმომცველი საუნივერსიტეტო საძიებო სისტემა, რომელიც ეხმარება სტუდენტებს შეისწავლონ და მოიძიონ ინფორმაცია უნივერსიტეტების, კოლეჯების და სწავლის დაფინანსების შესახებ, როგორც საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ასევე აზიის გარკვეული ნაწილის ტერიტორიაზე. Freshman-ი მზად არის დაიცვას თქვენი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება. ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ასახავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ, გავცემთ და ვიცავთ თქვენს ინფორმაციას, როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენს ვებსაიტს.
 

ინფორმაცია რომელსაც ვაგროვებთ.

1. პერსონალური ინფორმაცია.
როდესაც თქვენ შექმნით პირად ანგარიშს Freshman-ზე, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი სახელი, ელფოსტის მისამართი და სხვა შესაბამისი დეტალები, რათა მოგაწოდოთ პერსონალიზებული გამოცდილება.
 

2. ინფორმაცია უნივერსიტეტებისა და დაფინანსების წყაროებისშესახებ.
Freshman-ი აგროვებს საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას უნივერსიტეტების, კოლეჯებისა და სტიპენდიების შესახებ სხვადასხვა წყაროდან. ეს ინფორმაცია მოიცავს დეტალებს აკადემიური პროგრამების, მისაღები მოთხოვნების, სტიპენდიის კრიტერიუმების შესახებ და სხვას.

როგორ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას

1. მომხმარებლის ანგარიში:
თქვენი პერსონალური ინფორმაცია გამოიყენება თქვენი Freshman-ის ანგარიშის შესაქმნელად და სამართავად, რაც მოგცემთ თქვენს სურვილებზე და არჩევანზე მორგებულ გამოცდილებას.

2. უნივერსიტეტის ძიება:
Freshman-ი იყენებს საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას თქვენი სურვილებისა და არჩევანის საფუძველზე, ძიების შედეგების უკეთ შესაქმნელად და თქვენთვის

მოსაწოდებლად, რაც დაგეხმარებათ იპოვოთ უნივერსიტეტები და კოლეჯები, რომლებიც ზუსტად შეესაბამება თქვენს კრიტერიუმებს.

3. სტიპენდიის რეკომენდაციები:
ჩვენ ვიყენებთ თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს, რათა გირჩიოთ სტიპენდიის შესაძლებლობები, რომლებიც შეესაბამება თქვენს აკადემიურ და პირად პროფილს.

4. კომუნიკაცია:
ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი ელფოსტის მისამართი, რათა გამოგიგზავნოთ მნიშვნელოვანი განახლებები, ინფორმაცია ახალი ფუნქციების შესახებ და სხვა შესაბამისი კომუნიკაციები Freshman-თან დაკავშირებით.

ინფორმაციის გაზიარება

1. საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია:
Freshman-ი პირველ რიგში ეყრდნობა ინფორმაციას, რომელიც საჯაროდ ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეს მოიცავს დეტალებს უნივერსიტეტების, კოლეჯებისა და სტიპენდიების შესახებ.

2. მესამე მხარის სერვისები:
Freshman-ს შეუძლია გამოიყენოს მესამე მხარის სერვისები ფუნქიების გასაუმჯობესებლად (მაგ., ანალიტიკა, მომხმარებლის ავთენტიფიკაცია).
ეს მესამე მხარეები შეზღუდულნი არიან თავიანთი კონფიდენციალურობის პოლიტიკით.

3. სამართლებრივი შესაბამისობა:
ჩვენ შეიძლება გავცეთ პერსონალური ინფორმაცია, თუ ამას მოითხოვს კანონი ან მოქმედი სამართლებრივი პროცესის საპასუხოდ.

მონაცემთა უსაფრთხოება

1. უსაფრთხოების ზომები:

Freshman-ი იყენებს ინდუსტრიის სტანდარტების შესაბამის უსაფრთხოების ზომებს, რათა დაიცვას თქვენი პერსონალური ინფორმაცია არაავტორიზებული წვდომისგან, გამჟღავნებისგან, შეცვლისა და განადგურებისგან.

2. მონაცემთა შენახვა:
ჩვენ ვინახავთ თქვენს პირად ინფორმაციას მხოლოდ მანამ, სანამ ეს აუცილებელია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ასახული მიზნების შესასრულებლად.

თქვენი არჩევანი

1. პირადი ანგარიშის პარამეტრები:
შეგიძლიათ გადახედოთ და განაახლოთ თქვენი პირადი ანგარიშის ინფორმაცია Freshman-ზე თქვენი პირადი ანგარიშის პარამეტრებზე წვდომით.

2. საკომუნიკაციო პრეფერენციები:
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მართოთ თქვენი კომუნიკაციის პრეფერენციები და უარი თქვათ გარკვეულ ელ.წერილებზე.

დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან შეშფოთება ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მისამართზე freshmangeorgia@gmail.com

ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

Freshman-ს შეუძლია განაახლოს ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რათა ასახოს ცვლილებები საკუთარ პრაქტიკაში. ჩვენ ვაცნობებთ მომხმარებლებს ნებისმიერი ცვლილების შესახებ ვებსაიტის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

Freshman-ის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებულ პირობებს. გმადლობთ, რომ აირჩიეთ Freshman-ი.

bottom of page